ეს ადამიანები იქნებიან ხიდიმუნიციპალიტეტსა და მოქალაქეებსშორის, – ასე წარადგინა “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „ქართულიოცნების“ თბილისისმუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები.
მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულიკანდიდატები დაიცავენ მომავალშიმოსახლეობის ინტერესებს თბილისის საკრებულოსა და მერიაში.
„გაგაცნობთ თბილისის საკრებულოსმაჟორიტარობის კანდიდატებს, რომელთა დიდ ნაწილს უკვე კარგადიცნობთ, ნაწილი კი ახალი სახეებია. ჩემო თბილისელებო, ეს ადამიანები, ჩემთან ერთად, იღებენპასუხისმგებლობას თბილისისაწმყოსა და მომავალზე. ესადამიანები დაიცავენ თქვენსინტერესებს საკრებულოსა დამერიაში; აქტიურად ჩაერთვებიანსაკანონმდებლო საქმიანობაშითქვენი კეთილდღეობისთვის დაქალაქისთვის მნიშვნელოვანიპროექტების მხარდასაჭერად; იქნებიან ხიდი მუნიციპალიტეტსა დამოქალაქეებს შორის.
მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთეთბილისს! – ეს არ არის მხოლოდ დაპირება, ეს არის საქმითდამტკიცებული რეალობა, რასაცშენარჩუნება და განმტკიცებასჭირდება. ჩვენ მზად ვართგავამართლოთ თქვენი ნდობა დამეტი სიკეთე შევძინოთ თბილისს. გვჯერა, თქვენი მხარდაჭერის, ჩვენერთად გავიმარჯვებთ, რადგანგვჭირდება გამარჯვებულისაქართველო“, – აღნიშნა კახაკალაძემ.
„ქართული ოცნების“ მიერდასახელებული თბილისისმუნიციპალიტეტის მაჟორიტარობისკანდიდატები არიან:
მთაწმინდის რაიონი – ზურაბ აბაშიძე;
ვაკის რაიონი – ალექსანდრეასათიანი, ბექა გელენავა;
საბურთალო – ბექა მიქაუტაძე, არჩილნიჟარაძე, შალვა პერანიძე;
კრწანისის რაიონი – ლევან ჯაფარიძე;
ისნის რაიონი – კახაბერ ლაბუჩიძე, ბექა მენთეშაშვილი, დავითხაბეიშვილი;
სამგორის რაიონი – გიორგიდოხტურიშვილი , ზაქარია წიკლაური , ვაჟა კოკაია, მამუკა ხაბარელი;
ჩუღურეთის რაიონი – ზურაბჩიკვილაძე;
დიდუბის რაიონი – გივი ჩხარტიშვილი, შოთა ქევხიშვილი;
ნაძალადევის რაიონი – ირაკლიბენდელიანი, შალვა მაისურაძე, დავით ჭელიძე, ვალერიანპაპუაშვილი;
გლდანის რაიონი – შალვა ოგბაიძე, ცოტნე ჩიქვინიძე, მიხეილრეხვიაშვილი, ჯაბა კოღუა.