საქართველოს რკინიგზა IOS-ისა და Android-ის მომხმარებლებს ახალ აპლიკაციას, Georgian Railway-ს სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
აპლიკაციის მეშვეობით ბილეთების შეძენის გარდა, მატარებლებში კონკრეტული ადგილის არჩევის საშუალება ექნებათ.
„აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებელს ბილეთების შეძენის გარდა მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებში კონკრეტული ადგილების არჩევის საშუალებაც ექნება.
Georgian Railway უფასო, ქართულ და ინგლისურენოვანი აპლიკაციაა, რომლის ჩამოტვირთვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია“, – ნათქვამი საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.
კომენტარები