იცით, რომ ისტორიული უბანი გამორჩეულია თავავისი ლოკაციით, თავისი მჭიდრო დასახლებით, ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობებითა და ისტორიული შენობებით, რა თქმა უნდა, აქ თავისი სპეციფიკაა. არის ბევრი სირთულე, რომლის გადაჭრაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში განხორციელდება, – განუცხადა „ქრონიკას“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, რუსთაველის გამზირი არ არის მარტო მთაწმინდის რაიონი.
„ჩვენი ქვეყნის გულია და შეიძლება ითქვას, ძარღვია. შესაბამისად, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაც განხორციელდება მომდევნო წლების განმავლობაში.
ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ამბიციური განაცხადი და რაღაც თვითდაჯერებულობა. ეს არის რეალურად გაკეთებული საქმეები, რომელიც არის კახა კალაძესთან და მის გუნდთან. დაახლოებით, 2 500-ზე მეტი სკვერი და ბაღი განახლდა დედაქალაქში.
დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ მოქალაქეები, რომელთც სჯერა ჩვენი პოლიტიკური გუნდის, კახა კალაძის, ბუნებრივია, ისევ დაგვიჭერენ მხარს და სწორედ ეს გვიმაგრებს ზურგს“, – აღნიშნა აბაშიძემ.