უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი კიევს ამერიკული იარაღის შესაძენად ყოველთვიურად 1 მილიარდ დოლარს მისცემს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ზელენსკიმ ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან იონას გარ სტორესთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
უკრაინელი სამხედროებისთვის საჭირო შეიარაღების სიას კიევი შეადგენს, რომლის შესაძენად თანხას პარტნიორი ქვეყნები ნატოს სპეციალურ ანგარიშზე ასახავენ.
ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკულ იარაღს უკრაინის ფრონტის ხაზსა და საჰაერო თავდაცვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
კომენტარები