აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის დიქტატორი არ არის და მხოლოდ კრიმინალს ებრძვის. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
ტრამპმა მთავრობის სხდომის დროს კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ ფედერალურმა ორგანოებმა ვაშინგტონში კონტროლი დაამყარეს. ის იმავეს აპირებს ამერიკის სხვა მსხვილ ქალაქებშიც.
„ხაზი ის არის, რომ მე დიქტატორი ვარ, მაგრამ მე კრიმინალს ვაჩერებ. შესაბამისად, უამრავი ადამიანი ამბობს: „იცით, თუ ასეა, მირჩევნია დიქტატორი მყავდეს“. მაგრამ მე დიქტატორი არ ვარ. მე უბრალოდ კრიმინალს ვაჩერებ“, – განაცხადა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ დიქტატორი არ არის. ბოლო პერიოდში მას ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის ნაწილების შეყვანის გამო ხშირად აკრიტიკებენ. თავად ტრამპი ამას დანაშაულთან ბრძოლის აუცილებლობით ხსნის.
კომენტარები