დაღესტანში 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი კასპიის ზღვაში იყო. მიწისქვეშა ბიძგები მაჰაჩყალასა და დერბენტში იგრძნობოდა.
გარდა ამისა, მიწისძვრა იგრძნეს კასპიისკისა და ბუინაკსკის მცხოვრებლებმაც. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
კომენტარები