ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპას შეატყობინა, რომ მზად არის უკრაინაში მშვიდობისმყოფელებს „სტრატეგიული საშუალებები” მიაწოდოს. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
საუბარია დაზვერვის, დაკვირვებისა და რეკოგნოსცირების სამეთაურო და საკონტროლო საშუალებებზე, ასევე, საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე, რათა უკრაინაში ევროპული ძალების განთავსება იქნას უზრუნველყოფილი.
გამცემის ცნობით, ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიებისთვის შეერთებულმა შტატებმა ასევე შესაძლოა საკუთარი თვითმფრინავები, ლოგისტიკა და რადარები გამოყოს.
კომენტარები