იაპონიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ ერიკ ტრამპს ლევან გორგაძესთან ერთად ტოკიოში უმასპინძლა. აღნიშნულ ფაქტს ელჩი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ერიკ ტრამპის ტოკიოში მასპინძლობა.
„დიდი პატივია, ლევან გორგაძესთან (ტოჩინოშინი) ერთად ბატონ ერიკ ტრამპის ტოკიოში მასპინძლობა.
შეხვედრისას მე და ლევანმა ბატონ ერიკს არა მხოლოდ სუმოს შესახებ, არამედ ქართული სპორტისა და კულტურის შესახებაც ვესაუბრეთ და მისი საქართველოში მასპინძლობის სურვილი გამოვხატე.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში“, – წერს თეიმურაზ ლეჟავა.
კარგი შეხვედრა იყო დღეს @realdonaldtrump @potus @donaldjtrumpjr დონალდ ტრამპის შვილს @erictrump შევხვდით! ვისაუბრეთ…
Posted by Levan Gorgadze on Monday, September 1, 2025