დღეს პარლამენტი პლენარული სხდომის ფარგლებში განიხილავს საგამოძიებო კომისიის საბოლოო ანგარიშის. 400 გვერდზე მეტი მოცულობისაა ეს ანგარიში, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ყველა ის ჩვენება, მტკიცებულება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს შეეხება – 2012 წლამდე ხელისუფლებაში, 2012 წლის შემდეგ კი როგორც ანტიდემოკრატიულ, ექსტრემისტულ ორგანიზაციას ოპოზიციაში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მან კომისიის წევრებსა და თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და აღნიშნა, რომ კომისიის დასკვნა ისტორიული კვლევის მსგავსია, რომელშიც საქართველოს უახლესი ისტორია მტკიცებულებებზე დაყრდნობით არის აღწერილი.
„თვეების განმავლობაში ვისმენდით და ვიხსენებდით ყველა იმ ტკივილსა და დანაშაულს, რომელსაც ეს რეჟიმი სჩადიოდა და დღესაც მომსწრენი ვართ, თუ როგორ უთხრის ძირს ქართულ დემოკრატიას უკვე ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობა“. მაგალითია თუნდაც დღეს მიმდინარე პროცესები, როდესაც ისინი ღიად საუბრობენ ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლაზე, დამხობაზე, მათი უცხოელი მფარველები კი ამის ნორმალიზებას ახდენენ და ხელს ართმევენ ამ ანტიდემოკრატიულ ექსტრემისტულ დაჯგუფებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.