ჩეხეთის ოპოზიციის ლიდერს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ანდრეი ბაბიშს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს თავში ლითონის ყავარჯენი ჩაარტყეს. ის საავადმყოფოში გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს.
თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. მისი მოტივი გაურკვეველი რჩება.
ანდრეი ბაბიშმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად, რამდენიმე შეხვედრის გაუქმება მოუწევს.
ბაბიშზე თავდასხმაში მისმა პარტიამ “ANO”, მთავრობა დაადანაშაულა, „ბილბორდებსა და სოციალურ მედიაში“ წარმოებული სიძულვილის კამპანიის გამო.
ინციდენტს გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.
„სლოვაკეთის შემდეგ, ძალადობა ჩეხეთის პოლიტიკაშიც შეიჭრა. გასაკვირი არ არის. მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები წლების განმავლობაში დემონიზაციას უწევდნენ ანდრეი ბაბიშს და ეს არის შედეგი. მაგრამ ისინი მას ვერ შეაჩერებენ. ის გააგრძელებს და არჩევნებს მოიგებს!
მალე გამოჯანმრთელდი, ჩემო მეგობარო!” – დაწერა ვიქტორ ორბანმა X-ზე.