ლვოვში უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილ თავმჯდომარეს, „ევროპული სოლიდარობის“ პარტიის სახალხო დეპუტატს, ანდრეი პარუბის ემშვიდობებიან.
„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, პარუბის ნათესავებმა, კოლეგებმა, პარტიის წევრებმა, მეგობრებმა და ლვოვის მცხოვრებლებმა წმინდა გიორგის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე შეკრება დილიდან დაიწყეს.
პოლიტიკოსს დღეს ლვოვში, ლიჩაკოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ანდრეი პარუბი ლვოვში 30 აგვისტოს რვა გასროლით მოკლეს. უკრაინელმა სამართალდამცველებმა ანდრეი პარუბის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების ფოტომასალა პირველ სექტემბერს გამოაქვეყნეს და განაცხადეს, რომ მკვლელობაში რუსული კვალი იკვეთება. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი კურიერის მსგავსად იყო აღჭურვილი და პოლიტიკოსის მკვლელობისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა.
კომენტარები