სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას უკრაინის საზღვართან მდებარე სასაზღვრო პუნქტზე შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაცია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ანტონიუ კოშტას აცნობა ჩინეთში თავისი ბოლო ვიზიტის შესახებ, საიდანაც ახლახან დაბრუნდა. ლიდერებმა მოკლედ განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, მოგვიანებით შეხვედრა გაიმართება რობერტ ფიცოსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც მხარეები იმსჯელებენ, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იქნება.
კომენტარები