გაერთიანებულ სამეფოში ვიცე-პრემიერის, ანჯელა რეინერის გადადგომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მთავრობაში საკადრო ცვლილებები განახორციელა.
ანჯელა რეინერი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ შეცვალა. ის ასევე უხელმძღვანელებს იუსტიციის უწყებას. ივიტ კუპერი, რომელიც აქამდე საშინაო საქმეთა მინისტრად მუშაობდა, საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. საშინაო საქმეთა სამინისტროს, კუპერის ნაცვლად, შაბანა მაჰმუდი უხელმძღვანელებს.
ანჯელა რეინერმა თანამდებობა ბინის შეძენისას სათანადო გადასახადის გადაუხდელობის გამო დატოვა. რეინერი მას შემდეგ გადადგა, რაც დამოუკიდებელმა გამოძიებამ დაადგინა, რომ „ის მინისტრობისთვის საჭირო ეთიკურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა“.
კომენტარები