უკრაინაში სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით აკრძალული პარტიის, „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ დეპუტატი დააკავეს.
ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელეს. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დეპუტატის სახელი ოფიციალურად არ გაუსაჯაროებიათ, თუმცა, უკრაინული მედია იუწყება, რომ საუბარია ფიოდორ ხრისტენკოზე.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დეპუტატი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა მოისყიდა და ის 2020-21 წლებში რუსებს ინფორმაციას გადასცემდა. მოგვიანებით, ხრისტენკო ქვეყნიდან გაიქცა.
უკრაინის პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დეპუტატი უკრაინის ტერიტორიაზე დააკავეს.
მედიის ინფორმაციით, დეპუტატი კიევს არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ სასამართლო ექსტრადიციის პროცედურის გარეშე გადასცა.