საბერძნეთის კუნძულ ევბეაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის სიდიდით მეორე კუნძულ ევბეას სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, ძლიერი ბიძგები დედაქალაქ ათენშიც იგრძნობოდა.
ქალაქ მარათონის მერის, სტერგიოს ცირკასის განცხადებით, ამ დროისათვის მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
კომენტარები