რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის იაროვაიას დასახლებულ პუნქტზე ავიაბომბი ჩამოაგდო. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
უკრაინის ლიდერმა მომხდარს ნამდვილი სიმხეცე უწოდა.
„პირდაპირ ხალხს, რიგით სამოქალაქო ადამიანებს ესროლეს იმ დროს, როცა პენსიის გაცემა მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა ოცზე მეტს შეადგენს. სიტყვები არ მაქვს…“, – დაწერას ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
მან აღნიშნა, რომ რუსების ასეთი დარტყმები მსოფლიომ შესაბამისი რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოს.
„რუსები სიცოცხლეების მოსპობას აგრძელებენ, მაგრამ ახალ, ძლიერ სანქციებს, ძლიერ დარტყმებს თავს არიდებენ. მსოფლიო არ უნდა დუმდეს. მსოფლიო არ უნდა იყოს უმოქმედო. შეერთებული შტატების, ევროპის რეაქციაა საჭირო. „დიდი ოცეულის“ რეაქციაა საჭირო. საჭიროა ძლიერი მოქმედებები, რათა რუსეთმა სიკვდილის დათესვას თავი დაანებოს“, – აღნიშნა მან.