ისრაელის გრძელი ხელი თავისი მტრების წინააღმდეგ ყველგან იმოქმედებს, ისინი დამალვას ვერსად შეძლებენ, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა დოჰაში „ჰამასის“ წევრებზე ისრაელის დარტყმის შემდეგ.
„ისრაელის უსაფრთხოების პოლიტიკა ნათელია, ისრაელის გრძელი ხელი თავისი მტრების წინააღმდეგ ყველგან იმოქმედებს. ისინი დამალვას ვერსად შეძლებენ. ყველა, ვინც თანამშრომლობდა 7 ოქტომბრის ხოცვასთან, სრულად აგებს პასუხს. დარტყმა განხორციელდება ყველაზე, ვინც ისრაელის წინააღმდეგ ტერორს ახორციელებს. თუ „ჰამასის“ მკვლელები და მოძალადეები არ დათანხმდებიან ომის დასრულების ისრაელის პირობებს, მათ შორის უპირველეს ყოვლისა ყველა მძევლის გათავისუფლებას და განიარაღებას, ისინი განადგურდებიან და ღაზა განადგურდება“, – წერს ისრაელ კაცი.
დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭო სხდომას მართავს, რათა განიხილოს ისრაელის დარტყმები „ჰამასის“ ლიდერებზე კატარში. პალესტინურ დაჯგუფებაში აცხადებენ, რომ ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია „ჰამასის“ ხუთი წევრი.