დონალდ ტრამპმა კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელიც ოვალურ კაბინეტშია ჩაწერილი. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკისთვის ეს ბნელი მომენტია. მან მომხდარის გამო მწუხარება და ბრაზი გამოხატა და აღნიშნა, რომ ძალადობა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დემონიზაციით არის გამოწვეული.
„უკვე დიდი ხანია დროა, ყველა ამერიკელი და მედია დაუპირისპირდეს იმ ფაქტს, რომ ძალადობა და მკვლელობა ტრაგიკული შედეგია მათი დემონიზების, ვისაც არ ეთანხმები, დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე, ყველაზე საძულველი და საზიზღარი გზებით. წლების განმავლობაში მემარცხენე რადიკალები ჩარლის მსგავს შესანიშნავ ამერიკელებს ადარებდნენ ნაცისტებსა და მსოფლიოში ყველაზე ცუდ მასობრივ მკვლელებსა და კრიმინალებს. ასეთი რიტორიკა პირდაპირ არის პასუხისმგებელი ტერორიზმზე, რომელსაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ და ახლავე უნდა შეჩერდეს. ჩემი ადმინისტრაცია თითოეულ იმ ადამიანს იპოვის, ვინც ხელი შეუწყო ამ ბოროტმოქმედებას და პოლიტიკური ძალადობის სხვა შემთხვევებს“, – განაცხადა ტრამპმა.
TO MY GREAT FELLOW AMERICANS… pic.twitter.com/oRsrE5TTHr
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) September 11, 2025