კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.
ბრალდების მხარე ექვსივე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი 6 პირს 1-ელ ივნისს წაუყენა. უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.
კომენტარები