აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არიზონაში კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის დაკრძალვას დაესწრება.
მედიის ინფორმაციით, ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება 21 სექტემბერს გაიმართება.
ამასთან, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა მემარცხენეები და ლიბერალები, ისინი კონსერვატორების წინააღმდეგ ნარატივის გავრცელებაში დაადანაშაულა.
„პრობლემა მემარცხენეებშია და არა მემარჯვენეებში. აგიტატორებს როდესაც უყურებ, უყურებ ნაძირლებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაზე ცუდად საუბრობენ და ესენი მემარცხენეები არიან და არა მემარჯვენეები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაიწყო თუ თუ არა გამოძიება უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც დადებითაც შეხვდნენ ჩალი კირკის მკვლელობას, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ოფიციალურად გამოძიება ამ საკითხის გარშემო არ დაწყებულა, თუმცა მისი ადმინისტრაცია იმ ადამიანების მონიტორინგს აწარმოებს, ვინც პოზიტიურად გამოეხმაურა მომხდარს.
„ეს არასწორია. მათ მხარეს მსგავსი რომ მომხდარიყო, ჩვენ არ ვიზეიმებდით. ავადმყოფები არიან, ნამდვილი შეშლილები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.