ისრაელში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების 41,9%-ია დათვლილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკს ქნესეთში 57 მანდატი ექნება. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
რაც შეეხება ოპოზიციურ ბლოკს, რომელსაც ყოფილი სამხედრო გადი აიზენკოტი ხელმძღვანელობს, მას ქნესეთში 47 მანდატი ერგება. კიდევ 16 მანდატი არაბულ პარტიებს ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ 120-ადგილიან ქნესეთში უმრავლესობის მოსაპოვებლად სულ მცირე 61 მანდატია საჭირო. წინასწარი შედეგების მიხედვით, ვერცერთი პარტია მანდატების საჭირო რაოდენობას ვერ აგროვებს, რაც მთავრობის დასამტკიცებლად კოალიციის შექმნას აუცილებელს ხდის.
ისრაელში საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდა.
კომენტარები
