ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კატარის დედაქალაქ დოჰაში დაჯგუფება „ჰამასის“ შტაბ-ბინაზე იერიშის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააფრთხილა. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემას საკუთარმა წყაროებმა უთხრეს, ნეთანიაჰუმ 9 სექტემბერს ტრამპს განუცხადა, რომ კატარში „ჰამასის“ ლიდერების ლიკვიდაციას გეგმავს. ამის შემდეგ ერთ საათში დოჰაზე საჰაერო იერიში მიიტანა.
„ტრამპმა დარტყმის შესახებ რაკეტის გაშვებამდე იცოდა. ნეთანიაჰუსა და ტრამპს შორის დისკუსია ჯერ პოლიტიკურ დონეზე გაიმართა, ხოლო შემდეგ – სამხედრო არხებით. ტრამპს „არა“ არ უთქვამს“, – განუცხადა Axios-ს ერთ-ერთმა ებრაელმა მაღალჩინოსანმა.
მეორე წყარო გამოცემას უყვება, რომ აშშ იერიშამდე დიდი ხნით ადრე პოლიტიკურ დონეზე გააფრთხილეს. „ტრამპს რომ ნდომებოდა ამის შეჩერება, ის ამას იზამდა, თუმცა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მას ეს არ გაუკეთებია“, – ციტირებს გამოცემა წყაროს.