ეტყობა რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული ფული ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დაკავებული ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომელიც მომხრეებს მოუწოდებს, საპატიმროს დასატოვებლად გირაო არავინ გადაუხადოს.
„ეტყობა რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული ფული ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის. მას რომ რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული მილიონებიდან, 0.001% გამოდის ალბათ, საქართველოს ბიუჯეტისთვის გაემეტებინა, ეს 5 000 ლარი საქართველოს ბიუჯეტს მოხმარდებოდა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
იზოლატორში მყოფი ელენე ხოშტარია მომხრეებს მოუწოდებს გირაო არავინ გადაუხადოს.
კომენტარები