რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა დნეპროპეტროვსკის რეგიონში, ასევე ხმელნიცკის ოლქში.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი აცხადებს, რომ იერიშის შედეგად რეგიონში ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 დაშავდა.
„დნეპროპეტროვსკის კვლავ მასშტაბური თავდასხმის ქვეშ მოექცა. აგრესორმა რეგიონის მიმართულებით უპილოტოები საფრენი აპარატები და რაკეტები გაუშვა“, – განაცხადა ლისაკმა.
წინასწარი ინფორმაციით, დანგრეულია ორი სახლი, დაზიანდა დაახლოებით 20 საცხოვრებელი შენობა.
დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება დონეცკიდან და ხერსონიდანაც. როგორც მედია წერს, ერთი დაღუპული და 4 დაშავებულია ხერსონში, ასევე ერთი დაღუპულია დონეცკში, ხოლო ხუთმა პირმა დაზიანება მიიღო.