უკრაინამ დრონებით რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტია. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა საწარმოები სარატოვსა და ნოვოკუიბაშევსკში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ შედეგად მოხდა აფეთქებები და გაჩნდა ხანძრები.
როგორც უკრაინულ, ასევე რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა შესაბამისი ფოტო და ვიდეომასალა, თუმცა ოფიციალურ მოსკოვს დარტყმებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
კომენტარები