საქართველოს პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში შეხვედრებს იწყებს. მიხეილ ყაველაშვილი გაეროს სხდომაზე სიტყვით გამოვა, მანამდე კი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
უმაღლესი დონის კვირეულის ფარგლებში პრეზიდენტი ისაუბრებს იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია გაეროს პრინციპების კუთხით. ეს პრინციპებია: მშვიდობა და უსაფრთხოება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ადამიანის უფლებები. მიხეილ ყაველაშვილი ისაუბრებს იმაზე, რა ნაბიჯებს დგამს საქართველო ამ მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი მიწვეულია აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის მიერ ორგანიზებულ ვახშამზე. ასევე, ყაველაშვილს უმასპინძლებს გაეროს გენერალური მდივანი.
ამერიკაში იმყოფებიან მინისტრებიც.
კომენტარები