შვედეთსა და ფინეთში უცნობი უპილოტო საფრენი აპარატები შენიშნეს.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, უცნობი უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირეს ვალაიასკოსკის ელექტროსადგურის სიახლოვეს.
ინციდენტი გასულ უქმეებზე მოხდა, თუმცა მომხდარის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.
გავრცელებული ცნობით, დრონები ქალაქ როვანიემში მოქალაქემ შენიშნა და პოლიციას მიმართა. სამართალდამცავ ორგანოებში ინფორმაცია დაადასტურეს, თუმცა დეტალები არ გაამხილეს.
უცნობი უპილოტოები 26 სექტემბერს დააფიქსირეს შვედეთშიც. კერძოდ, დრონი შენიშნეს შვედეთის არქიპელაგ კარლსკრუნის თავზე.
26 სექტემბერს უპილოტო საფრენი აპარატები ასევე გამოჩნდნენ გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილშიც.
კომენტარები