უკრაინის შეიარაღებული ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინას 115 დრონით დაესხა თავს.
როგორც უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, 115 დრონიდან 97 საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.
გავრცელებული ცნობით, რუსეთის მორიგ შეტევაში მონაწილე დრონებიდან 70 ირანული წარმოების „შაჰედი“ იყო.
უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე 6 ლოკაციაზე ჩამოვარდა 17 უპილოტო, ხოლო 2 ადგილზე დრონების ნამსხვრევები.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მოქალაქეებს სიფრთხილის შენარჩუნებისკენ და უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებენ.
კომენტარები