დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებას აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერები, საკანდიდატო კურსის მსმენელები და პირადი შემადგენლობა დაესწრო.
კომენტარები