კასპის მუნიციპალიტეტში მეფისქალაქობას აღნიშნავენ.
საუკუნის შემდეგ სოფელ ახალქალაქს, ისტორიული სახელი – მეფისქალაქი დაუბრუნდა. ღონისძიებების ფარგლებში იმართება ხელნაკეთი ნამუშევრებისა და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და სპორტული შეჯიბრებები.
ასევე, გამოფენა სახელწოდებით „მეფისქალაქის ისტორიული წარსულიდან“, რომელიც ისტორიულ და საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადდა.
მეფისქალაქობაზე ქართული ტრადიციული სიმღერისა და გალობის ფესტივალიც ტარდება.
კომენტარები