აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ღაზაში ომის დასრულების შეთანხმებასთან მხარეები ახლოს არიან.
დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს, რომ არსებობს „ნამდვილი შანსი ახლო აღმოსავლეთში დიდების მისაღწევად“.
„ჩვენ გვაქვს ახლო აღმოსავლეთში დიდების მიღწევის რეალური შანსი. ყველანი მზად ვართ რაღაც განსაკუთრებულისთვის – პირველად ისტორიაში. ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – წერს ტრამპი.
შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეთანხმების კონკრეტულ დეტალებზე განცხადებაში არაფერი აღუნიშნავს.
ცნობისთვის, 29 სექტემბერს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლებს.
კომენტარები