გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი ევროკავშირს მოუწოდებს, უზრუნველყოს გაცილებით მოქნილი მარეგულირებელი ჩარჩო ევროპაში თავდაცვის ინდუსტრიისთვის, რაც, მისი აზრით, არის ერთადერთი გზა წარმოების სიმძლავრეების სწრაფად გაზრდისა და, შესაბამისად, უკრაინაში მიწოდებისთვის.
„ეს ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებშია, რადგან ჩვენი ამერიკელი მოკავშირეები სულ უფრო მეტად იხრებიან სხვა რეგიონებისკენ და ჩვენ ევროპაში მშვიდობის, კოლექტიური უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ვმუშაობთ. ვლადიმერ პუტინს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და არც მშვიდობა უკრაინაში. ამიტომ, დღეს ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ უკრაინის გაძლიერებასა და მისი თავდაცვის გაძლიერებაზე.
ამ ეტაპზე უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია იქნება მსოფლიო დონის აღჭურვილობა, საკმარისი რესურსები და უკრაინის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი წვრთნები. ასევე, ახლახან მივიღე გადაწყვეტილება, დანიაში განვათავსო ბუნდესვერის პერსონალი დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობით, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს ჩრდილოელ მოკავშირეს ევროპული სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მომავალ კვირას დაგეგმილი შეხვედრის უზრუნველყოფაში“, – განაცხადა ბორის პისტორიუმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე.