„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მონაწილეობა მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო პიკნიკში – ღონისძიებაში, რომელიც ცოდნის გასაზიარებლად ინოვაციურ და გასართობ ფორმატებს იყენებს და აერთიანებს როგორც თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას, ასევე მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებს. ინფორმაციას GWP ავრცელებს.
ჯივიპის საგანმანათლებლო კარავში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ კამპანია „ყოველი წვეთი ძვირფასია“-ს ფარგლებში შექმნილ სამაგიდო თამაშს. თამაში ინტერაქტიული და სახალისო გზით ასწავლის წყლის სრული ციკლის მნიშვნელობას და ხაზს უსვამს წყლის, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსის, მდგრადი გამოყენების საჭიროებას.
თამაშის პროცესში მონაწილეები პასუხობდნენ წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ კითხვებს და თითოეული სწორი პასუხის შემდეგ შესაძლებლობა ეძლეოდათ, მდინარისა და მილების ფრაგმენტების მეშვეობით ეტაპობრივად აეწყოთ წყალმომარაგების სრული ციკლი თამაშის დაფაზე – წყლის მოპოვებიდან მის ბუნებაში დაბრუნებამდე. პარალელურად, ისინი ეცნობოდნენ საინფორმაციო ბუკლეტს, რომელიც მარტივად და გასაგებად აღწერს წყალმომარაგების ეტაპებსა და პროცესებს, ხოლო აქტიური მონაწილეები სწორი პასუხებისთვის სიმბოლური საჩუქრებითაც ჯილდოვდებოდნენ.