ისრაელის საზღვაო ძალებმა ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის რამდენიმე გემი შეაჩერეს და ბორტზე მყოფი აქტივისტები, მათ შორის, გრეტა ტუნბერგი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელეს.
სამინისტრომ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გადასცემს ისრაელის ჯარისკაცი შვედ აქტივისტ გრეტა ტუნბერგს მის ნივთებს დაკავების შემდეგ.
„უკვე რამდენიმე გემი ფლოტილიიდან უსაფრთხოდ შევაჩერეთ და მათი მგზავრები ისრაელის პორტში გადაჰყავთ. გრეტა და მისი მეგობრები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან“, – აღნიშნავენ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მედიის ინფორმაციით, ისრაელში ჩამოყვანის შემდეგ აქტივისტები ქვეყნიდან დეპორტირდებიან.
მანამდე, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყნის საზღვაო ძალები ღაზისკენ მიმავალ ფლოტილიას დაუკავშირდნენ და მარშრუტის შეცვლა მოსთხოვეს.