აშშ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ „სნეფბექ“ სანქციებს აწესებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა.
„აშშ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ „სნეფბექ“ სანქციებს აწესებს. ახალი სანქციები და საექსპორტო კონტროლი შეეხება 44 სუბიექტს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ირანის ბირთვულ, სარაკეტო და სამხედრო პროგრამებთან. როგორც პრეზიდენტმა გარკვევით განაცხადა, ჩვენ ირანს ბირთვული იარაღისკენ მიმავალ ყველა გზას გადავუჭრით“, – წერს რუბიო.
„სნეფბექ“ (Snapback) მექანიზმი არის დებულება, რომელიც 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების (JCPOA) ნაწილი იყო. ის საშუალებას აძლევს შეთანხმების მონაწილე მხარეებს, აღადგინონ გაეროს ყველა ის სანქცია, რომელიც ირანს ბირთვული პროგრამის გამო მოეხსნა, თუკი თეირანი მნიშვნელოვნად დაარღვევს თავის ვალდებულებებს.
სანქციების აღდგენა ავტომატურად ხდება და მისი დაბლოკვა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებსაც (მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს) არ შეუძლიათ.