პროგრამისტი ლუკა ფეიქრიშვილი ვარაუდობს, რომ თვითმკვლელი თამაშის კურატორები, რომლებიც დავალებებს იძლევიან, ქართველები არიან. ამის შესახებ ლუკა ფეიქრიშვილმა ,,ახალი ამბების” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
,,მათ იციან გრამატიკული ქართული ენა და იძლევიან დავალებებს. უცხოელს არ ეცოდინება ასე კარგად ქართული დავალება, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ბავშვს დავალებები მისცეს”, – აცხადებს ლუკა ფეიქრიშვილი.
ის თამაშის სქემასაც შიფრავს და მშობლებს მოუწოდებს, აკონტროლონ საკუთარი ბავშვები.
,,აღნიშნულ ჯგიფებში ტვირთავ სურათებს ჰაშტეგით ლურჯი ვეშაპი, შემდეგ გიკავშირდება კურატორი, დიდ ალბათობით შეცვლილი აიპი მისამარით, რომ არ მოხდეს მისი იდენტიფიკაცია, თავიდან იწყება უწყინარი დაავადებებით და ბოლოს მიჰყავთ ფატალურ შედეგებამდე”, – განაცხადა ლუკა ფეიქრიშვილმა.
კომენტარები