ნორვეგიის ჩრდილოეთ რეგიონში, ფინმარკში სამძებრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 10 სამხედრო მოსამსახურე წვრთნებიდან დროულად არ დაბრუნდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, სამხედრო სწავლების დროს ჯარისკაცები ერთი წერტილიდან მეორე, წინასწარ განსაზღვრულ წერტილამდე უნდა მისულიყვნენ, თუმცა დანიშნულების ადგილზე არ გამოჩნდნენ.
ჯარისკაცების სამძებრო ოპერაციაში პოლიცია, წითელი ჯვარი, შეიარაღებული ძალები და სამაშველო ვერტმფრენი მონაწილეობენ. პოლიციელები აგრეთვე იყენებენ დრონებს.
კომენტარები