აშშ-ში აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის მხარეს შესაძლოა, თითქმის 5 000 კუბელი იბრძოდეს. აღნიშულის შესახებ „როიტერი“ წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად უწევს მობილიზებას ამერიკელ დიპლომატებს, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ გაერო-ს იმ რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს კუბის მიმართ მრავალწლიანი სავაჭრო ემბარგოს მოხსნას.
ვაშინგტონი ერთ-ერთ არგუმენტად იყენებს მონაცემებს ჰავანას მიერ რუსეთისადმი მხარდაჭერის შესახებ . როგორც „როიტერი“ იუწყება, ადმინისტრაციის კამპანიის ფარგლებში ამერიკელი დიპლომატები ქვეყნებს აცნობებენ, რომ კუბის მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომს და რომ რუსეთის მხარეს ხუთი ათასამდე კუბელი იბრძვის.
„ჩრდილოეთ კორეის შემდეგ, კუბა არის უცხოური ჯარების უმსხვილესი მიმწოდებელი რუსული აგრესიისთვის და შეფასებების მიხედვით, 1000-დან 5000-მდე კუბელი იბრძვის უკრაინაში” – წერს “როიტერი”. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უარი თქვა გამოცემისთვის კუბელ მებრძოლებთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაციის მიწოდებაზე, თუმცა განაცხადა, რომ ვაშინგტონისთვის ცნობილია მათი რუსულ ჯარებთან ერთად უკრაინაში.