საფრანგეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა ცნობილია. მინისტრთა კაბინეტში, რომელსაც სებასტიან ლეკორნიუ უხელმძღვანელებს, პორტფელი ძველი კაბინეტიდან რამდენიმე მინისტრმა შეინარჩუნა.
თანამდებობაზე დარჩნენ საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები. ფინანსთა სამინისტროს, პრეზიდენტ მაკრონის უახლოესი მოკავშირე რონალ ლესკურე უხელმძღვანელებს. ფინანსთა ყოფილი მინისტრი კი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.
კომენტარები