აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან სატელეფონო საუბარი გამართა ბრაზილიის პრეზიდენტთან ლუის ინასიუ ლულა და სილვასთან, რა დროსაც ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხები განიხილა.
„დილით მე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა ბრაზილიის პრეზიდენტთან ლულასთან. ჩვენ ბევრი რამ განვიხილეთ, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკასა და ვაჭრობაზე. ჩვენ მსჯელობას გავაგრძელებთ და არც თუ შორეულ მომავალში შევხვდებით ერთმანეთს როგორც ბრაზილიაში, ისე შეერთებულ შტატებში. მე საუბრით კმაყოფილი ვარ – ჩვენი ქვეყნები ერთად წარმატებას მიაღწევენ!“, – დაწერა ტრამპმა.
კომენტარები