ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტის უნდობლობის ვოტუმის განხილვის პირველი რაუნდი გაიმართა.
ევროკომისიის პრეზიდენტის უნდობლობის საკითხი პარლამენტში ორმა მსხვილმა პოლიტიკურმა ჯგუფმა შეიტანა. ევროკომისიის პრეზიდენტი „ევროპელმა პატრიოტებმა“ და მემარცხენეებმა ევროპული ინსტიტუტების გამჭვირვალობის ნორმების დარღვევისა და ევროკავშირისთვის საზიანო პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკეს.
თავად ურსულა ფონ დერ ლაიენმა, უკვე მეორედ, უნდობლობის ვოტუმის ინიცირებას რუსეთის მახე უწოდა.
კომენტარები