ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი საუდის არაბეთის ერთ-ერთ ბანკში ყოველთვიურად 50 მილიონ დოლარს რიცხავს. სკანდალური ინფორმაცია პოლიტიკოსმა პირველად ზაფხულში გაავრცელა.
„ისმის კითხვა: რატომ ვუგზავნით უკრაინას ფულს? როგორც ჩანს, ზელენსკი ყოველთვიურად რიცხავს 50 მილიონ დოლარს საუდის არაბეთის რომელიღაც ბანკში. განა ეს გასაკვირი არაა?“ – ამბობს კონგრესმენი.
ის თურქულ გამოცემა „აიდინ-ლიქს“ ეყრდნობოდა. გამოცემამ ის საბანკო ანგარიშები გამოაქვეყნა, რომლებიც ამ სავარაუდო სქემაში ფიგურირებს და ზელენსკის გარემოცვის წევრებთან დაკავშირებულია. თურქული გამოცემა ფულის გასათეთრებლად ოფშორულ კომპანიებსა და საფრანგეთში უძრავი ქონების შეძენის შესახებ საუბრობდა.
კომენტარები