იტალიის პრემიერ-მინისტრისა და მისი კაბინეტის ორი წევრის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საჩივარი შევიდა. ჯორჯია მელონის განცხადებით, საჩივარი დაკავშირებულია ისრაელის მიერ ღაზაში წარმოებულ სამხედრო მოქმედებებთან.
იტალიის პრემიერს, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს გენოციდში თანამონაწილეობის ბრალდებას უყენებენ. მელონის ჟურნალისტებისთვის არ უთქვამს, თუ ვინ შეიტანა საჩივარი მისი და მისი მინისტრების წინააღმდეგ.
„არა მგონია, რომ მსოფლიოში ან ისტორიაში მეორე მსგავსი შემთხვევა მოიძებნოს“, – განაცხადა მელონიმ.
კომენტარები