ეროვნული თავდაცვის აკადემიაში შიდა საფეხბურთო ტურნირი გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობა მიიღო იუნკერების, მსმენელების და სერჟანტ/ოფიცრებისგან დაკომპლექტებულმა რვა გუნდმა. ფინალურ შეხვედრას აკადემიის რექტორი ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეოთხე და მეორე კურსის იუნკერების გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელშიც გამარჯვება მეორე კურსის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს თასი აკადემიის რექტორმა გადასცა. მეორე ადგილზე გასული გუნდი კი, საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. ასევე, გამოვლინდა ტურნირის „საუკეთესო ფეხბურთელი“, რომელიც მეორე კურსის იუნკერი მიხეილ სამადაშვილი გახდა.
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გამართული სპორტული აქტივობები ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამ კუთხით აკადემიაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები, მათ შორის, ფეხბურთის ტურნირი ყოველწლიურად ტარდება.