ისრაელის სამხედრო ძალებმა ქალაქ ღაზასა და ხან იუნისში საჰაერო იერიშები მიიტანეს.
„ალ ჯაზირას“ ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის მიუხედავად, ისრაელი ღაზის სექტორში სამხედრო აქტივობას არ წყვეტს.
გამოცემის ცნობით, დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ამავდროულად, „ჰამასი“ ღაზის სექტორის მოსახლეობას მოუწოდებს, ისრაელის თავდაცვის ძალებს არ მიუახლოვდნენ.
მათი თქმით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მოსახლეობა არ უნდა მიუახლოვდეს ანკლავის საზღვრებს ვიდრე არ გაკეთდება ოფიციალური განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების გაყვანის შესახებ.
„ამ გაფრთხილების დარღვევა თქვენს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ისრაელის მთავრობამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების გეგმა დაამტკიცა, რომელიც ძალაში 24 საათის განმავლობაში შევა.
გეგმის მიხედვით, მომდევნო 72 საათის განმავლობაში „ჰამასი“ გაათავისუფლებს დარჩენილ ისრაელელ მძევალს, ასევე დაღუპულთა ცხედრებს გადასცემს. ისრაელში აცხადებენ, რომ პროცესი 12-13 ოქტომბერს მოხდეს.
გეგმის პირველი ფაზის მიხედვით, როგორც კი ყველა მძევალი გათავისუფლდება, ისრაელი 250 პალესტინელ პატიმარს გამოუშვებს, ასევე ღაზის სექტორის 1700 მოქალაქეს, რომლებიც 7 ოქტომბრის შემდეგ დააკავეს.