ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) ღაზის სექტორს სრულად არ დატოვებს, სანამ დაჯგუფება „ჰამასი“ იარაღს არ დაყრის.
მან აღნიშნა, რომ თუ ისრაელს მოუნდება და „ჰამასის“ უკანასკნელ ნავსაყუდელში, ღაზაში ბოლომდე შეიჭრება და მისი ძალაუფლების ცენტრს გაანადგურებს, დაჯგუფებას თავად მოუნდება „საკუთარი რეჟიმის გადარჩენა“.
„ზუსტად ამას ვაკეთებთ. ჩვენ „ჰამასს“ ყველა მხრიდან ალყაში ვაქცევთ, დასახულ გეგმებს ვუსწრებთ. „ჰამასი“ განიარაღებული იქნება, ხოლო ღაზა – დემილიტარიზებული. თუ ამის გაკეთება მარტივი გზით მოხერხდა, კარგი იქნება. თუ არა – ამას რთული გზით გავაკეთებთ“, – თქვა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის მთავრობის თავმჯდომარემ დასძინა, რომ ებრაელი ტყვეები უახლოეს დღეებში საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან, „თუ ღმერთი ასე ინებებს“.