ვენაში წითელი ლამპიონების ქუჩაზე ერთ-ერთი სასტუმროს ყოფილი მმართველი, ვინმე ვალტერ პ. სქესის შეცვლის შემდეგ ქალად დარეგისტრირდა, რაც მას საშუალებას აძლევს, პენსიაზე ოთხი წლით ადრე გავიდეს. სკანდალურ სტატიას ავსტრიული Kronen Zeitung-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებით მამაკაცმა, შესაძლოა, სასჯელი მოიხადოს ქალთა ციხეში, ნაცვლად მამაკაცთა დაწესებულებისა. Kronen Zeitung-ი შემთხვევას აღწერს, როგორც საქმეს, რომელმაც გენდერული პოლიტიკა თავდაყირა დააყენა.
სასტუმროს ყოფილმა მფლობელმა, რომელიც საკუთარ თავს „სახელმწიფოს უარმყოფლად“ მიიჩნევს, სქესის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც პატიმრობის შესახებ შეტყობინება მიიღო.
ვენაში მცხოვრები მამაკაცი ყალბი ვერცხლის მონეტების გაყიდვის გამო სამთვიან სასჯელს იხდიდა.
„ვიფიქრე, მაშინ ქალთა ციხეში წავიდოდი,“ – ასე განმარტა მან გადაწყვეტილების მოტივაცია.
60 წლის დაოჯახებული მამაკაცი, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, ამბობს: „ვინც თავს ქალად გრძნობს, უნდა მისცეს საკუთარ გრძნობებს თავისუფლება და ისე დარეგისტრირდეს.“
„პენსიის საკითხზე თავად ვალტერი – დაკუნთული მამაკაცი, რომლის სხეული თმითაა დაფარული, ხოლო თავი გადაპარსული აქვს, ამბობს: „არც ერთ ჩინოვნიკს არ შეუძლია განსაჯოს, რამდენად ქალი ვარ მე. შესაძლოა, არსებობდეს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ მე ჩემს პოზიციას არ ვთმობ. მე ვიყავი და ვრჩები ქალად“, – წერს გამოცემა.