დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების გადაცემის საკითხი განიხილეს. ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა წყაროები ვერ აკონკრეტებენ, მიღებულია თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება.
უკრაინის პრეზიდენტმა ტრამპთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ საჭირო სიგნალები მიიღო.
„განვიხილეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები და ის შეთანხმებები, რომლებსაც ამ საკითხზე ვამზადებთ. გვაქვს კარგი ვარიანტები, ძლიერი იდეები, თუ როგორ შეიძლება რეალურად გავძლიერდეთ“, – დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე.
კომენტარები