ჩიკაგოში პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა. დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც საემიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოფისთან შეკრებილი მანიფესტანტები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა ილინოისში ეროვნული გვარდიის ნაწილების განთავსების შესახებ არ დააკმაყოფილა.
კომენტარები