მადაგასკარის პრეზიდენტი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ იტყობინება. BBC-ს ცნობით, ანდრი რაძუელინამ საერთაშორისო საზოგადოებას აცნობა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა იგეგმება. მასობრივი არეულობები მადაგასკარზე სექტემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა შეიქმნა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დემონსტრანტებმა ანტანა-ნარივუს ცენტრალურ მოედანზე შეაღწიეს და არმიამ მათთვის ცეცხლის გახსნაზე უარი თქვა. ამის შემდეგ ადგილობრივმა მედიამ ქვეყნიდან პრეზიდენტის გაქცევის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რაც ოფიციალურად არ დადასტურდა.
კომენტარები